Wednesday, November 18, 2015

დღე-9

პროექტებით სწავლება შესაძლებლობას იძლევა სასწავლო აქრივობების დავუკავშირო ცხოვრებისეულ კონტექსტ.გაიზარდოს მოსწავლეტა ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში,თუ როგორ შევქმნა ტექნოლოგიებით სასწავლო პროდუქტი და განვსაზღვრო მომზადებისთვის საჭირო სავარაუდო დრო.
 ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროცესის მიზანია მაღალი დონის სააზროვნო და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარება.ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეებისაგან უკუკავშირის მიღება,პროექტის პორტფოლიოზე და მათი საჭიროებების შეფასება.ვისწავლე ინტერნეტის გამოყენება სწავლებისა და სწავლის ხელსეწყობისთვის.ინტერნეტრესურსების გამოყენების დანერგვა,კვლევის თანამშრომლობის და პრობლემის გადაჭრის მხარდასაჭერად.

Sunday, November 15, 2015

დღე-8

დღეს განვიხილე როგორ შეიქმნას სასწავლო გარემო პროექტზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისას.როგორ გამოიყენება ტექნოლოგიები სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის.კლასს გაეწიოს ფასილიტაცია პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლებისგასაუმჯობესებლად

Saturday, November 14, 2015

დღე-7

დღევანდელი დღე  ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი .წარვადგინე დავალებები,ვისაუბრე პროექტის გეგმის სწორ მიმართულებებზე,მივიღე კონკრეტული მითითებები,რათა გავასწორო არსებული ხარვეზები.გავიგე როგორ უნდა გამოვიყენო ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად წარმართვის ხელშესაწყობად.
ვისაუბრე ბლუმის  და გარდნერის მატრიცაზე,რათა გავითვალისწინო ყველა დონისა და ინტელექტის მქონე მოსწავლეების შესაძლებლობები რათა უკეთესად დავგეგმო სასწავლო პროცესი,დავეხმარო მოსწავლეებს დამოუკიდებელი უნარ-ჩვევების განვითარებაში და მოსწავლეს ჰქონდე მკვლევარის როლი.

Sunday, November 8, 2015

6 დღე

დღევანდელი მოდული დამეხმარა გავაანალიზო მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები.განვიხილე მოსწავლის როლში(ვირტუალური ელჩი) შესრულებული დავალება და მისი შესაბამისი რუბრიკა.გავაანალიზე როგორ მოვახდინო ონლაინ წიგნიდან რუბრიკების ბიბლიოთეკაში გადასვლა.მოვირგე მოსწავლის როლი მივიღე დავალება და მოვამზადე  დავალების   შესაბამისი შეფასების რუბრიკა.დასასრულს შევადგინე პროექტის  შესაბამისი სლაიდები

Saturday, November 7, 2015

დღე 5

დღეს მოვისმინე მე- 3  მოდული-კავშირები თუ როგორი კავშირია მიზანსა და სტანდარტებს შორის.ვიმუშავე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვებზე რათა შესაბამისი კითხვით მივაღწიო დასახულ  მიზანს და გავიდე შედეგზე.ვისწავლე ონლაინ თნამშრომლობა, გავიგე თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს სწრაფ შეტყობინებას და რამდენად ეფექტურია მისი გამოყენება  საგაკვეთილო პროცესში.გავეცანი როგორ უნდა დავიცვა საავტორო უფლებები და  ეთიკის ნორმები.




Sunday, November 1, 2015

დღე-4

გავეცანი შეფასების დროის გეგმას .გავიგე თუ როგორ უნდა გამოვიყენო  სტანდარტი და ინდიკატორები პროექტზე მუშაობის დროს რათა  მოვახდინო მოსწავლეთა საჭიროებების შეფასება და მონიტორინგი.ხელი შევუწყო ურთიერთთანამშრომლობის თვითრეგულირების და დამოუკიდებელი მსწავლელის ჩამოყალიბებას